1. პროექტის სახელწოდება: მეტყველებაში დამკვიდრებული სტილისტური ხარვეზები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებულ სტილისტურ ხარვეზებს და განარჩევენ სწორი სასაუბრო მეტყველებისგან, რათა მათი შესაძლებლობების ფარგლებში აღმოფხვრან იგი ქართული ენის სიწმინდის დაცვის მიზნით.
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე საზოგადოებაში მეტად აქტუალურია სტილისტური ხარვეზების საკითხი. დღეს საზოგადოების თითქმის ყველა ასაკისა თუ ჯგუფის ადამიანი (ხელისუფლებისა თუ სხვადსხვა მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები, მოსწავლეები და სხვ.) ყოველდღიურ ზეპირ თუ წერით მეტყველებაში უშვებენ სტილისტურ ხარვეზებს, რაც, სამწუხაროდ, ქართულ ენას ამახინჯებს. ვფიქრობ, აუცილებელია, მოსწავლეებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ხარვეზების აღმოფხვრისა და ენის სიწმინდის დაცვის საქმეში სხვადასხა ღონისძიების საშუალებით.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა ისწავლონ სწორი გრამატიკული ფორმებისგან არასწორი ფორმების,სტილისტური ხარვეზების, გარჩევა, მათი მოძიება და დაფიქსირება როგორც სასაუბრო, ისე წერით მეტყველებაში (საინფორმაციო-გასართობი-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემები, სასკოლო სახელმძღვანელოები, ჟურნალ-გაზეთები და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტები) და მათი აღმოფხვრა ენის სიწმინდის დასაცავად. ასევე ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობით ურთიერთობას, კომუნიკაციას, სწორი ქართულით მეტყველების, კვლევა-ძიების, დახარისხების, ანალიზის, შეფასების, საკუთარი ნაშრომის წარდგენის(პრეზენტაციის) , ისტ-ის გამოყენებისა და სხვ. უნარების განვითარებას.
5. მონაწილეთა ასაკი: XI კლასი (16-17 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საპრეზენტაციო სლაიდები, პლაკატი, მცირე ლექსიკონი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა დანიშნულების სახელმძღვანელოები თუ ჟურნალ-გაზეთები, ლექსიკონი, კომპიუტერი, ინტერნეტი ( ვიდეომასალა: საინფორმაციო-გასართობი-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემები), პროექტორი, ფორმატები, ფერადი მარკერები, თაბახის ფერადი ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლეებისთვის თემის გაცნობა და შემდეგ მათი ჯგუფებად დაყოფა;
2.სამუშაო გეგმის შედგენა და შემდეგ ჯგუფებისთვის ინდივიდუალური დავალებების მიცემა;
3. მიზნობრივად შერჩეული მასალის ( სხვადასხვა დანიშნულების სახელმძღვანელოები თუ ჟურნალ-გაზეთები, ვიდეომასალა) დამუშავება და პროექტისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და დახარისხება.
4. დამუშავებული მასალის შედეგად მოძიებული სტილისტური ხარვეზების მაგალითების შესატყვისი სწორი ფორმების მოკვლევა ლექსიკონების დახმარებით და თავის მხრივ მცირე სასკოლო ლექსიკონის შედგენა;
5. საპრეზენტაციო სლაიდების, პლაკატების მომზადება;
6.პროექტის პრეზენტაცია სკოლაში;
7. შეფასება
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ.
XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი
კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ.
XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს,
როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის
დროს.
ქართ.
XI. 12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია ჩიტიშვილი12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maia.chitishvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
14. პროექტის განხორციელების გეგმა
ქალბატონო მაია, ძალიან საინტერესო დამნიშვნელოვანი და თემაა.მოსწავლეებმა ისწავლონ სწორი გრამატიკული ფორმებისგან არასწორი ფორმების,სტილისტური ხარვეზების, გარჩევა, მათი მოძიება და დაფიქსირება როგორც სასაუბრო, ისე წერით მეტყველებაში, არის ძალიან აქტუალური თანამედრო სინამდვილისთვის.
ОтветитьУдалитьმადლობა.
Удалитьქალბატონო მაია, საინტერესოა თქვენი პროექტი. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება დააფიქრებს მოსწავლეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის სიწმინდის დაცვა, შეეცდებიან ისაუბრონ გრამატიკული ნორმების დაცვით.
ОтветитьУдалить