დავიწყე ინტელის ტრენინგის კურსის შესწავლა.
პირველ მოდულში ჩვენ შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მართალია, სუბიექტური მიზეზების გამო გავაცდინე ტრენინგის პირველი დღე, მაგრამ გავეცანი მოდულის იმ დავალებებს, რომლებიც შესასრულებელი იყო პირველ დღეს (გავეცანი პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, მის მიზნებსა და შედეგებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, როგორ შევქმნათ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისა და სასწავლო სტანდარტის მისაღწევად).
პირველი მოდულის მითითების თანახმად, პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით, შევქმენი მთავარი საქაღალდე, სახელწოდებით პორტფოლიო და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე (ლოკალურ D დისკზე), გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტებს, გადმოვწერე საჭირო და საინტერესო რესურსები, გავეცანი და შევინახე ელსაქაღალდეში(კურსის რესურსებში).
ასევე შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმა. შემდეგ გავხსენი და გავეცანი მას, მოვიფიქრე ჩემი პროექტის იდეა.
(ეს იყო პირველი დღის დავალებები, რომლებიც დამოუკიდებლად შევასრულე)
მეორე დღე: თავდაპირველად ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ინტელის ძირითადი კურსის სახელმძღვანელო. შემდეგ გავეცანით პუბლიკაციის ანუ ბუკლეტის გამოცემის ჩეკლისტს, მისი შექმნისათვის საჭირო შაბლონების სხვადსხვა ფორმას და შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ვარიანტი. შესაბამისი რესურსების მოძიების შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული მუშაობა ჩვენ მიერ არჩეულ თემაზე ბუკლეტის დასამზადებლად.
პროექტზე დაფუძნებულ სწავლაზე ხშირად მწირი ინფორმაცია აქვთ მშობლებს და ხანდახან მოსწავლეებსაც კი. ამიტომ პროექტის მიზნების გასაცნობად შექმნილ ბუკლეტში სამიზნე ჯგუფს ავუხსენით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი და მნიშვნელობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий