воскресенье, 25 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე, 25 ნოემბერი, 2018 წელი

ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის დარჩენილი შეუვსებელი ნაწილები.

суббота, 24 ноября 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე, 24 ნოემბერი, 2018 წელი

        ანვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე პროექტძე მუშაობის პროცესში. 
 შემდეგ გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას და ვიმუავეთ მის შევსებაზე.

воскресенье, 18 ноября 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია, 18 ნოემბერი,2018 წელი

          ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე, კონკრეტულად პრეზენტაციაზე. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. 

суббота, 17 ноября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია, 17 ნოემბერი, 2018 წელი

         ტრენინგის მეხუთე დღეს თავდაპირველად გავიხსენეთ შეფასების მეთოდები, ვისწავლეთ შეფასების ინსტუმენტებთან (სასწავლო პროექტის გეგმაში) ჰიპერბმულების მიბმა.  შემდეგ დავიწყეთ ჩვენს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის (ანუ იგივე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია) შესაქმნელად მუშაობა. ამ მიზნით ჩამოვტვირთეთ და გავეცანით პორტფოლიოს პრეზენტაციების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო/სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები. შემდეგ  Pover Point-is საშულებით გავამზადეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. 
          მომდევნო ეტაპზე გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს. მანამდე შევამოწმეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობის შესახებ ჩვენი ცოდნა და შევავსეთ  საავტორო უფლებების ტესტი. ჩვენი უფლებებისა და შეზღუდვების უკეთ გაცნობისთვის, გავეცანით რესურსს - საავტორო უფლებების ქაოსი
         იოლად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებისას, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ვისწავლეთ  ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათების, აუდიოფაილებისა და ტექსტის დოკუმენტირება. გამოყენებული ლიტერატურის  ჩამონათვალის შექმნა (რისთვისაც ტრენინგზე ჩამოვტვირთეთ რესურსებიდან გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და შევინახეთ ჩვენს რესურსების ფაილში) დაგვეხმარება, მომავალშიც მოვიძიოთ დამატებითი რესურსები, პროექტისთვის უფრო დეტალური ინფორმაცის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში. გამოყენებული მასალის ციტირება ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხომ საჭირო უნარ-ჩვევაა.
        ასევე, გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს (საძიებო სისტემების გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ იქ მოცემული ინფორმაციისა თუ სხვა მასალის სანდოობა, ტექსტების შინაარსის სიზუსტე და რამდენად გამოსადეგია ისინი).

воскресенье, 11 ноября 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია,11 ნოემბერი, 2018 წელი


     ტრენინგის მეოთხე დღის ძირითადი ამოცანა იყო შეფასების გეგმის შემუშავება. განვიხილეთ შეფასების სხვადსხვა ფორმა -- განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავითარებელი შეფასების მიზანია:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასების მიზანია: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
  მომდევნო ეტაპზე  შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ( ანუ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი).ჩვენი პროექტის თემის შესატყვისად შევარჩიეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდი და მისი ინსტრუმენტები (ინტელის კურსის სახელმძღვანელოს დახმარებით), რომლებიც გამოიყენება პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.
    შემდეგ შევქმენით  შეფასების ფორმა მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად და საჭიროებების განსასაზღვრად. 
    შეფასების ფორმები, ზოგი ჩვენ მიერ შექმნილი და ზოგიც სახელმძღვანელოს რესურსებიდან ჩამოტვირთული, შევინახეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეში, სახელწოდებით - შეფასებები.