ტრენინგის მეხუთე დღეს თავდაპირველად გავიხსენეთ შეფასების მეთოდები, ვისწავლეთ შეფასების ინსტუმენტებთან (სასწავლო პროექტის გეგმაში) ჰიპერბმულების მიბმა. შემდეგ დავიწყეთ ჩვენს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის (ანუ იგივე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია) შესაქმნელად მუშაობა. ამ მიზნით ჩამოვტვირთეთ და გავეცანით პორტფოლიოს პრეზენტაციების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო/სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები. შემდეგ Pover Point-is საშულებით გავამზადეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.
მომდევნო ეტაპზე გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს. მანამდე შევამოწმეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობის შესახებ ჩვენი ცოდნა და შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი. ჩვენი უფლებებისა და შეზღუდვების უკეთ გაცნობისთვის, გავეცანით რესურსს - საავტორო უფლებების ქაოსი.
იოლად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებისას, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ვისწავლეთ ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათების, აუდიოფაილებისა და ტექსტის დოკუმენტირება. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის შექმნა (რისთვისაც ტრენინგზე ჩამოვტვირთეთ რესურსებიდან გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და შევინახეთ ჩვენს რესურსების ფაილში) დაგვეხმარება, მომავალშიც მოვიძიოთ დამატებითი რესურსები, პროექტისთვის უფრო დეტალური ინფორმაცის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში. გამოყენებული მასალის ციტირება ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხომ საჭირო უნარ-ჩვევაა.
ასევე, გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს (საძიებო სისტემების გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ იქ მოცემული ინფორმაციისა თუ სხვა მასალის სანდოობა, ტექსტების შინაარსის სიზუსტე და რამდენად გამოსადეგია ისინი).
Комментариев нет:
Отправить комментарий