ტრენინგის მეოთხე დღის ძირითადი ამოცანა იყო შეფასების გეგმის შემუშავება. განვიხილეთ შეფასების სხვადსხვა ფორმა -- განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავითარებელი შეფასების მიზანია:
- მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
- პროგრესის მონიტორინგი
- ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასების მიზანია: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
მომდევნო ეტაპზე შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ( ანუ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი).ჩვენი პროექტის თემის შესატყვისად შევარჩიეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და მისი ინსტრუმენტები (ინტელის კურსის სახელმძღვანელოს დახმარებით), რომლებიც გამოიყენება პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.
შემდეგ შევქმენით შეფასების ფორმა მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად და საჭიროებების განსასაზღვრად.
შეფასების ფორმები, ზოგი ჩვენ მიერ შექმნილი და ზოგიც სახელმძღვანელოს რესურსებიდან ჩამოტვირთული, შევინახეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეში, სახელწოდებით - შეფასებები.
Комментариев нет:
Отправить комментарий