ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის დარჩენილი შეუვსებელი ნაწილები.
воскресенье, 25 ноября 2018 г.
суббота, 24 ноября 2018 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე, 24 ნოემბერი, 2018 წელი
განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე პროექტძე მუშაობის პროცესში.
შემდეგ გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას და ვიმუავეთ მის შევსებაზე.
воскресенье, 18 ноября 2018 г.
ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია, 18 ნოემბერი,2018 წელი
ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე, კონკრეტულად პრეზენტაციაზე. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
суббота, 17 ноября 2018 г.
ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია, 17 ნოემბერი, 2018 წელი
ტრენინგის მეხუთე დღეს თავდაპირველად გავიხსენეთ შეფასების მეთოდები, ვისწავლეთ შეფასების ინსტუმენტებთან (სასწავლო პროექტის გეგმაში) ჰიპერბმულების მიბმა. შემდეგ დავიწყეთ ჩვენს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის (ანუ იგივე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია) შესაქმნელად მუშაობა. ამ მიზნით ჩამოვტვირთეთ და გავეცანით პორტფოლიოს პრეზენტაციების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო/სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები. შემდეგ Pover Point-is საშულებით გავამზადეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.
მომდევნო ეტაპზე გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს. მანამდე შევამოწმეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობის შესახებ ჩვენი ცოდნა და შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი. ჩვენი უფლებებისა და შეზღუდვების უკეთ გაცნობისთვის, გავეცანით რესურსს - საავტორო უფლებების ქაოსი.
იოლად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებისას, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ვისწავლეთ ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათების, აუდიოფაილებისა და ტექსტის დოკუმენტირება. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის შექმნა (რისთვისაც ტრენინგზე ჩამოვტვირთეთ რესურსებიდან გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და შევინახეთ ჩვენს რესურსების ფაილში) დაგვეხმარება, მომავალშიც მოვიძიოთ დამატებითი რესურსები, პროექტისთვის უფრო დეტალური ინფორმაცის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში. გამოყენებული მასალის ციტირება ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხომ საჭირო უნარ-ჩვევაა.
ასევე, გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს (საძიებო სისტემების გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ იქ მოცემული ინფორმაციისა თუ სხვა მასალის სანდოობა, ტექსტების შინაარსის სიზუსტე და რამდენად გამოსადეგია ისინი).
воскресенье, 11 ноября 2018 г.
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია,11 ნოემბერი, 2018 წელი
ტრენინგის მეოთხე დღის ძირითადი ამოცანა იყო შეფასების გეგმის შემუშავება. განვიხილეთ შეფასების სხვადსხვა ფორმა -- განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავითარებელი შეფასების მიზანია:
- მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
- პროგრესის მონიტორინგი
- ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასების მიზანია: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
მომდევნო ეტაპზე შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ( ანუ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი).ჩვენი პროექტის თემის შესატყვისად შევარჩიეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და მისი ინსტრუმენტები (ინტელის კურსის სახელმძღვანელოს დახმარებით), რომლებიც გამოიყენება პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.
შემდეგ შევქმენით შეფასების ფორმა მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად და საჭიროებების განსასაზღვრად.
შეფასების ფორმები, ზოგი ჩვენ მიერ შექმნილი და ზოგიც სახელმძღვანელოს რესურსებიდან ჩამოტვირთული, შევინახეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეში, სახელწოდებით - შეფასებები.
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია, 10 ნოემბერი,2018 წელი
მესამე დღეს დავიწყეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა(ანუ შაბლონის მიხედვით მისი შევსება). უკვე განვსაზღვრეთ პროექტის თემა.
პირველ რიგში შევარჩიეთ სტანდარტი და სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს ჩვენი პროექტით.. ამ მიზნით აქვე გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია. შემდეგ მათზე დაყრდნობით დავისახეთ პროექტის შესაბამისი სასწავლო მიზნები.
შემდეგ გავიგეთ , თუ რა არის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შევუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას). მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ საკუთრივ ჩვენი პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კითხვების ფურმულირებისათვის გამოვიყენეთ სხვადასხვა რესურსი:
პირველ რიგში შევარჩიეთ სტანდარტი და სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს ჩვენი პროექტით.. ამ მიზნით აქვე გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია. შემდეგ მათზე დაყრდნობით დავისახეთ პროექტის შესაბამისი სასწავლო მიზნები.
შემდეგ გავიგეთ , თუ რა არის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შევუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას). მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ საკუთრივ ჩვენი პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კითხვების ფურმულირებისათვის გამოვიყენეთ სხვადასხვა რესურსი:
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია, 4 ნოემბერი, 2018 წელი
დავიწყე ინტელის ტრენინგის კურსის შესწავლა.
პირველ მოდულში ჩვენ შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მართალია, სუბიექტური მიზეზების გამო გავაცდინე ტრენინგის პირველი დღე, მაგრამ გავეცანი მოდულის იმ დავალებებს, რომლებიც შესასრულებელი იყო პირველ დღეს (გავეცანი პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, მის მიზნებსა და შედეგებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, როგორ შევქმნათ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისა და სასწავლო სტანდარტის მისაღწევად).
პირველი მოდულის მითითების თანახმად, პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით, შევქმენი მთავარი საქაღალდე, სახელწოდებით პორტფოლიო და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე (ლოკალურ D დისკზე), გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტებს, გადმოვწერე საჭირო და საინტერესო რესურსები, გავეცანი და შევინახე ელსაქაღალდეში(კურსის რესურსებში).
ასევე შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმა. შემდეგ გავხსენი და გავეცანი მას, მოვიფიქრე ჩემი პროექტის იდეა.
(ეს იყო პირველი დღის დავალებები, რომლებიც დამოუკიდებლად შევასრულე)
მეორე დღე: თავდაპირველად ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ინტელის ძირითადი კურსის სახელმძღვანელო. შემდეგ გავეცანით პუბლიკაციის ანუ ბუკლეტის გამოცემის ჩეკლისტს, მისი შექმნისათვის საჭირო შაბლონების სხვადსხვა ფორმას და შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ვარიანტი. შესაბამისი რესურსების მოძიების შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული მუშაობა ჩვენ მიერ არჩეულ თემაზე ბუკლეტის დასამზადებლად.
პროექტზე დაფუძნებულ სწავლაზე ხშირად მწირი ინფორმაცია აქვთ მშობლებს და ხანდახან მოსწავლეებსაც კი. ამიტომ პროექტის მიზნების გასაცნობად შექმნილ ბუკლეტში სამიზნე ჯგუფს ავუხსენით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი და მნიშვნელობა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)